|
2019-04-18 17:40:37, 2042 ნახვა
კომენტარი
ეუთო-ს წარმომადგენელი: იმედია, აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობა შენარჩუნდება
ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირი იმედს გამოთქვამს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. შესაბამისი განცხადება დეზირმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. „თვალს ვადევნებ ამბების განვითარებას, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ნათია კაპანაძის მიმართ არსებულ უკმაყოფილებას ეხება. იმედია, მაუწყებელი გააგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული“, - წერს ჰარლემ დეზირი. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილიმა, დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს. აღსანიშნავია, რომ თუ 5-წევრიანი ბორდიდან სამი წევრი ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ხმას მისცემს, მოქმედ დირექტორს თანამდებობის დატოვება მოუწევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)