|
2019-04-18 15:06:19, 2094 ნახვა
სამართალი
უზენაეს სასამართლოსთან აქციაზე ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ჟურნალისტის დაკავება აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა. კერძოდ, მაშინ როდესაც "თავისუფალი დემოკრატების" წევრი და მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავდა, ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ მას კითხვით მიმართა - "რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით?" ემ კითხვამ ადგილზე შეკრებილების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ დაკავებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)