17:18 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 12:33:40, 699 ნახვა

საზოგადოება
წიგნის ყდაში ორი ხელნაწერის ფრაგმენტები აღმოჩნდა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში, ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას, ყდაში ხელნაწერების ფრაგმენტები - სულ შვიდი ფურცელი - აღმოაჩინეს.

ფრაგმენტები ორი სხვადასხვა ხელნაწერის - წმიდა მამათა თხრობებისა და  ლიტურგიკული კრებულების შემადგენელ ნაწილებად დაჯგუფდა. ხელის მიხედვით, ორივე მათგანი, ამ ეტაპისათვის, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.

ორივე ნაწერია ნუსხურით, საზედაო ასოები - მთავრულით. სათაურები და საზედაო ასოები შემკულია სინგურით. აღსანიშნავია ის, რომ ერთ-ერთმა ხელნაწერმა განსაკუთრებით კარგად შემოინახა სინგურის ხარისხი და, შეიძლება ითქვას, შენარჩუნებული აქვს პირველადი სახე.

შინაარსობრივად ფრაგმენტების ერთი ჯგუფი ლიტურგიკული შინაარსისაა და  ღვთისმსახურებისთვის გამოიყენებოდა, ხოლო ფრაგმენტების მეორე ჯგუფი აპოფთეგმურ თხრობათა ციკლის ნაწილს წარმოადგენს, წმიდა მამათა ამ თხრობების ნაწილი უკვე ამოკითხულია კიდეც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics