|
2019-04-17 16:01:16, 1479 ნახვა
რეგიონი
უამინდობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე 20-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი
ავტობუსი, რომელსაც 20 მგზავრი გადაჰყავდა, უამინდობის გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მგზავრები დახმარებაზე უარს აცხადებენ და გზის გახსნას ელოდებიან. „იქ არის ნამქერი, რის გამოც გზა გადაკეტილია და რამდენიმე ავტომანქანა ტერიტორიაზე ჩარჩა. მაშველები ადგილზე არიან, გზის გასაწმენდად მძიმე ტექნიკაც მუშაობს. დაიწყო ჩარჩენილი მანქანების გამოყვანაც, რომ გზა გათავისუფლდეს და დანარჩენმა მანქანებმა გავლა შეძლონ. იქ ერთი ავტობუსია, სადაც 20 მგზავრი იმყოფება და გზის გახსნას ელოდებიან . შევთავაზეთ, რომ გადავიყვანდით ალტერნატიულ ადგილზე, მაგრამ მოქალაქეებმა დახმარებაზე უარი განაცხადეს და თქვეს , რომ გზის გახსნას დაელოდებიან“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურში გზის გახსნის ზუსტ დროს ვერ ასახელებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გზა ამ წუთებშიც იწმინდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)