|
2019-04-17 15:38:05, 3382 ნახვა
მსოფლიო
ნოტრ-დამის კოშკურის აღსადგენად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის დროს ჩამონგრეული კოშკურის აღსადგენად საფრანგეთი საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა. ინფორმაციას bfmtv ავრცელებს. როგორც პრემიერმა განმარტა, კონკურსი კოშკურის აღდგენას შეეხება. „საერთაშორისო კონკურსის საშუალებით დავადგენთ, საჭიროა თუ არა კოშკურის ზუსტად ერთი-ერთში აღდგენა, თუ ჯობს, რომ ტაძარს ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კოშკურა გაუკეთდეს“, - განაცხადა ედუარდ ფილიპმა. შეგახსენებთ, რომ ხანძარი ნოტრ-დამში 15 აპრილს გაჩნდა. მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის შედეგად ტაძარი ნაწილობრივ განადგურდა და როგორც მოგვიანებით ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მის აღდგეს წლები დასჭირდება. ცნობისთვის, ფრანგი მილიარდერი და კომპანია Kering-ის ხელმძღვანელი ფრანსუა-ანრი პინო ხანძრისგან დაზიანებული ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს გარდა ნოტერ-დამის აღდგაში თავის წვლილს კომპანიათა ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy-ის მფლობელი ბერნარ არნოც შეიტანს. არნო ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)