|
2019-04-17 14:06:13, 1931 ნახვა
სამართალი
სამეფო ოჯახის ახალი სასამართლო დავა - ანა ბაგრატიონ გრუზინსკი ქონების გაყოფას ითხოვს
დედოფალი ანა ბაგრატიონ გრუზინსკი მეფე დავით ბაგრატიონ მუხრანელთან თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების გაყოფას სასამართლოს გზით ითხოვს. საუბარია 2013-2015 წელს შეძენილ სამ ავტომობილზე. დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მხარეები 2012 წლის შემდეგ ერთად აღარ ცხოვრობენ. მისივე თქმით, 2015 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს განქორწინების შეთანხმებას, რის თანახმადაც მათ ერთმანეთთან ქონებრივი პრეტენზიები არ ჰქონდათ. „2015 წელს ქალბატონმა ანამ განქორწინების შეთანხმებას მოაწერა ხელ , რომლითაც მხარეებმა ერთმანეთთან ყოველგვარ ქონებრივ პრეტენზიებზე უარი თქვეს . შესაბამისად, ქალბატონი ანას მოთხოვნა უსაფუძვლოა. გარდა ამისა, მხარეები 2012 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ. ჩვენ ამის დამამტკიცებელი მტკიცებულებები წარვადგინეთ, ესაა ესპანეთში ქალბატონი ანას ქირავნობის ხელშეკრულება“, - აცხადებს ლევან ჩხეიძე. თავის მხრივ, ანა ბაგრატიონ გრუზინსკის ადვოკატი ლევან გორელაშვილი აცხადებს, რომ ხსენებული განქორწინების შეთანხმება მხოლოდ ეკონომიკურ კომპენსაციაზე უარის თქმას გულისხმობდა და არა თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების გაყოფას. „ესპანეთში მეუღლეები დღემდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ეს დოკუმენტი სწორედ ესპანური კანონმდებლობისთვისაა შედგენილი. მეუღლეები უარს ეკონომიკურ კომპენსაციაზე ამბობენ, ანუ, ერთერთი მეუღლე, რომელიც არის ინიციატორი, განქორწინებისას მეორე მეუღლეს კომპენსაციას უხდის. ეს არ არის თანასაკუთრებაში შეძენილი ქონება , ეს არის წმინდა ეკონომიკური კომპენსაცია , რომელიც საქართველოს კანონმდებლობისთვის დამახასიათებელი არ არის“,- განაცხადა ლევან გორელაშვილმა. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მისი მამა ნუგზარი ყოფილ სიძეს, დავით ბაგრატიონ მუხრანელს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას სასამართლოში ედავებოდნენ. ასევე, სამართალდამცავი ორგანოები ანა ბაგრატიონ გრუზინსკზე ყოფილი მეუღლის მხრიდან შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს იძიებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)