|
2019-04-17 12:38:01, 1916 ნახვა
კომენტარი
ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ის რაც არ არის გაკრიტიკებული, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხს ეხება, იმაზე მეტად კრიტიკულია, ვიდრე ამას თვითონ მოელოდა. ბესელიას თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია დასკვნას გაეცნოს და ნახოვს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი კრიტიკის "ქარცეცხლშია" გატარებული. "ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე მომზადებული და გასაჯაროებულია, ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ დასკვნა არის დადებითი მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, დასკვნა საჯაროა და ყველას შეუძლია, ნახოს, არის უმძიმესი, უმკაცრესი, ძალიან კრიტიკული შეფასებები. ის რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, ყველაფერი დანარჩენი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული. დარჩენილია მარტო კანონპროექტის ყდა, სხვა შინაარსობრივი ნაწილი პრინციპების დონეზე არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ეს კანონპროექტი", - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)