|
2019-04-17 10:55:52, 1887 ნახვა
სამართალი
საბაჟოზე დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანისთვის 3 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირების ორგანიზებით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ირანიდან სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოტანილი იქნა 36 394 ლარის საბაჟო ღირებულების ძრავის ზეთი. საბაჟო მოსაკრებლებისაგან და შესაბამისი გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულების მიერ დეკლარაციაში შეტანილი იქნა ყალბი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზეთის გატანა თითქოსდა უნდა განხორციელებულიყო სომხეთის რესპუბლიკაში. ამასთან, დანაშაული თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. „აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, შემდგომი რეალიზაციისათვის, გამოტანილ იქნა საბაჟო ტერმინალიდან და მალულად გადაიტვირთა სხვა სატვირთო ავტომანქანაში, ხოლო ის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თითქოსდა რეექსპორტით უნდა გაეტანა საქონელი, გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო-საავტომობილოს’’ კონტროლის ზონაში, თუმცა სატვირთო ავტომანქანაში რეალობაში ტვირთი განთავსებული არ იყო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში სამსახურებრივი დახმარების მიზნით, ბრალდებულებმა მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც მსგავსი სახით - შესაბამისი კონტროლის გარეშე თითოეული ავტომანქანის გატარების შემთხვევაში, ქრთამის სახით შესთავაზეს 500 აშშ დოლარი. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე და 339-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხდებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)