|
2019-04-17 10:18:34, 2113 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ჩვენი მიზანია საქართველოს და კვიპროსის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება
საქართველოს დღეს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო სტუმარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში რევაზ ლომინაძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია დახვდნენ. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობთ კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადისს. ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ორმხრივი ბიზნეს ფორუმი. სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის, ჩვენი მიზანია საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციების მოზიდვას, ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დაგეგმილია ხელმოწერა ორმხრივ შეთანხმებებზე. ვიზიტის დროს ასევე გაიმართება შეხვედრა უწმინდესსა და უნეტარესთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. კვიპროსის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს ხრისტოდულიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერი პროდრომოს პროდრომუ, კვიპროსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კირიაკოს კენევეზოსი, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დიპლომატიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჰელენა მინა, კვიპროსის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი პანტელის პანტელიდისი, კვიპროსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები: ნეოფიტოს კონსტანტინუ და ჯორჯ სტავრინუ.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)