|
2015-06-25 11:48:01, 460 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები საქველმოქმედო კონცერტს დაესწრებიან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ 30 ბენეფიციარი დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრება. ღონისძიება სახელწოდებით - „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, საქველმოქმედო ფონდ "კეთილსოფლის" ორგანიზებით ჩატარდება. შემოსული თანხა კი თბილისში, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. კონცერტში მონაწილეობენ როგორც ფოლკლორული, ისე საესტრადო მუსიკის ცნობილი შემსრულებლები. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი პაპავას ინფორმაციით, „კეთილსოფლის“ დამფუძნებელმა მიხეილ ტყებუჩავამ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ საჩუქრად 30 ბილეთი გადასცა. ბილეთები გადაეცემათ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მონაწილე ბენეფიციარებსა და მათი ოჯახის წევრებს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდ "კეთილსოფლის" მთავარი მიზანია შ.შ.მ პირების საზოგადოებაში ინტეგირება, თუმცა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ფონდმა გეგმა შეცვალა და 25 ივნისს, დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება დედაქალაქში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს მიუძღვნა. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. მისი მიზანია ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა დახმარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)