|
2019-04-16 17:08:35, 1434 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მოქალაქეთა მიღება წყალსაყარში გამართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოქალაქეთა მიღება ახალი ფორმატით, როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში, ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიწყო. ფრიდონ ფუტკარაძემ პირველი შეხვედრა დღეს, წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა, სოფელ ჟანივრის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეები მიიღო და მათი პრობლემები მოისმინა. პრიორიტეტულ საკითხთა შორის გამოიკვეთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ფერდსამაგრი ღონისძიებების განხორციელება და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხები.
რიგი საკითხები შეხვედრის მსვლელობის დროს გადაწყდა, რიგ საკითხებთან დაკავშირებით შუახევის მერი ადგილობრივებს პრობლემების გადაჭრას ეტაპობრივად დაპირდა. „ყველა ის პროექტი რომელიც დღეს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მოსახლეობის საჭიროებისამებრ, პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის ხორციელდება. დიდია ჩემი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. რადგან ზოგიერთი ვერ ახერხებს მერიაში მოსვლას, გადავწყვიტე, ადგილებზე, სოფლებში შევხვდე მოქალაქეებს და მათგან მოვისმინო ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ. ასეთი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივად და მყისიერად გადაწყვეტას. ამიტომ ეტაპობრივად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართავ მოქალაქეთა მიღებას“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. მერთან ერთად წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)