|
2015-06-25 11:08:40, 534 ნახვა
საზოგადოება
თემაზე - „ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში - გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები“ საჯარო დისკუსია გაიმართა
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროში, თემაზე - „ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში - გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტები“ საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიაში გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, გარემოსა და ბუნებრივი რეუსრსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პრაქტიკა და მათი ხარვეზები განიხილეს. გიგლა აგულაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს თბილისში, 13 ივნსისს მომხდარი სტიქიის შესაძლო გამომწვევ მიზეზებსა და სავარაუდო შედეგებზე პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. დისკუსიაში ასევე, მონაწილეობდნენ ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, გარემოს დაცვის სპეციალისტი მამუკა გვილავა, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი, სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის (სზიმ) პასუხისმგებელი პირი, საქართველოში შავი ზღვის კომისიის სზიმ მრჩეველთა ჯგუფის წევრი, C/O გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკი".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)