|
2019-04-15 14:10:12, 1492 ნახვა
რეგიონი
შუახევში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შუახევის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს დედა ენის დღე მიულოცეს და ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ოთოლთა“, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, წარმოადგინეს პრეზენტაცია თმაზე:,, ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)