|
2019-04-15 12:24:13, 1901 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია ანრი ოხანაშვილს: არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი
პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ისევ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარწმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებდნენ, რომ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის გახილვა მეორე მოსმნით არ მომხდარიყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა განხილვის შესახებ საკითხი კენჭისყრაზე გაეტანა. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მოსამართლეების კანონპროექტის განხილვა დღეს მოხდება. ამასთან, სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტს ესწრებიან, სხდომის გადადებას ითხოვდნენ. "ევროოპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხითან დაკავშირებით დაგეგმილი კენჭისყრა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩატარებულიყო. ბოკერიას გამოსვლას დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიას შეძახილებისგან თავის შეკავებისა და მიკროფონის გათიშვისკენ მოუწოდა. „რა შეძახილები. ცოტა თავი გააკონტროლეთ, გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. გათიშეთ მიკროფონი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რაზეც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უარით უპასუხა. „არ გემორჩილებით. ამბოხებას აქვს ადგილი“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)