|
2019-04-15 12:11:36, 1936 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ვენეციის კომისიას ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, პარასკევამდე კანონპროექტის მიღება რომ მოგვესწრო
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს შეეხება, ხვალ გამოქვეყნდება. როგორც კობახიძემ განმარტა, კომისია ინფორმაცირებულია შემჭიდროებული ვადების შესახებ და კანონრპეოქტის კენჭისყრაზე გატანა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება. „ვენეციის კომისია არის საქმის კურსში ვადებთან დაკავშირებით, ვთხოვეთ ამ კვირაში დასკვნის წარმოდგენა, იმისთვის, რომ პარასკევამდე მოგვესწრო ამ კანონპროექტის მიღება. შესაბამისად, ჩვენ ხვალისთვის ველოდებით დასკვნას კანონპროექტთან დაკავშირებით , ეს არის მათი დაპირება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ პარასკევამდე სრულად ავსახოთ მათი რეკომენდაციები კანონპროექტში. ველოდებით დასკვნას და ამის შემდეგ იქნება კანონპროექტის მიღება“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე - რატომ ჩქარობს საპარლამენტო უმრავლესობა მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებას, კობახიძემ განმარტა, რომ უზენაეს სასამართლოში ამ დროისთვის მხოლოდ 10 მოსამართლეა, ივნისში კი, მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ მიზეზით კანონპროექტის მიღება 2 კვირის წინ სურდათ, თუმცა მისივე მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)