|
2019-04-15 10:53:51, 1826 ნახვა
სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ. და 1996 წელს დაბადებული გ.გ. უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოფელ დიღომში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს - დ.ფ.-ს ყოფილი თანამშრომლის ვალის დაბრუნების მოტივით დაუკავშირდნენ და 2 500 ლარის გადახდა მოსთხოვეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. გამომძალველებმა მოთხოვნილი ფული დ.ფ.-ს ერთ-ერთი მათგანის მეუღლის ანგარიშზე ჩაარიცხვინეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ერთი ბრალდებული გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში, ხოლო მეორე - დაბა ბაკურიანში დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)