|
2015-06-24 19:36:14, 539 ნახვა
საზოგადოება
ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, კრიზისების მართვის საბჭოში საგანგებო თათბირი გაიმართა
24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში საგანგებო თათბირი გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოდან აცნობეს, თათბირზე საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები დაიგეგმა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ „112“-ის, ქ. თბილისის მერიის და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 24 ივნისის დღის ბოლოდან და 25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა, ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლოა ზოგიერთ მდინარეებსა და მის შენაკადებზე წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება გამოიწვიოს. შეხვედრის მონაწილეებმა 24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყებების მიერ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა შეიმუშავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)