|
2019-04-13 11:26:21, 2104 ნახვა
ეკონომიკა
„Standard&Poor’s“ - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
13 აპრილს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor's" - მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -" - ის დონეზე დაადასტურა. სარეიტინგო კომპანიის რელიზში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი. რელიზის თანახმად, პერსპექტივის გაუმჯობესება განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, საგარეო შოკებისადმი მდგრადობით და ინსტიტუციური სიძლიერით. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური მდგრადობა. წინა წლის მსგავსად 2018 წელსაც წმინდა ექსპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში, რაც გამოწვეული იყო საგარეო მოთხოვნის სტაბილიზაციით. ასევე, ანგარიშში დადებითაა შეფასებული ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები. აღნიშნულია ისიც, რომ ექსპორტის პოზიტიური წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 2019 წელსაც შენარჩუნდება. სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებს და მიიჩნევს რომ აღნიშნული დამატებით პოზიტიურ წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში. რეფორმებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება და კაპიტალური დანახარჯების პრიორიტიზაცია, მიმდინარე დანახარჯების შემცირების შედეგად; ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიღება, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა და საპენსიო რეფორმა; საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების რეფორმა და განათლების რეფორმა. ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენ მიმართული ღონისძიებები და პრუდენციული რეგულაციები. სარეიტინგო კომპანიამ შეაფასა საგარეო შოკებისადმი ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნება. დოკუმენტის თანახმად, მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს საგრეო შოკების შესწორებას და ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას. „S&P" - ის თანახმად, მონეტარული პოლიტიკა არის ეფექტიანი და ინფლაცია დაბალ და სტაბილურ დონეზეა. აღნიშნული ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება. კომპანიის შეფასებით, საქართველოს ფისკალური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით სტაბილურ დონეზეა. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა 2017 და 2018 წელს კვლავ გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდა. "S&P"-ის შეფასებით, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აქტივების ხარისხი. აღნიშნულია, რომ მაღალი დოლარიზაცია ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ტენდენცია პოზიტიურია და მცირდება დოლარიზაციის დონე. სააგენტოს თანახმად, მთავრობის ღონისძიებები პრუდენციული რეგულირების და კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ასევე საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს დოლარიზაციის დონის შემდგომ შემცირებას. სარეიტინგო კომპანია „S&P" დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ საერთაშორისო მონეტარულ ფონდთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში (Extended Fund Facility (EFF)) მხარდაჭერილი პროგრამის მიმოხილვების წარმატებული დამთავრება და ხაზი გაუსვა დარჩენილი მიმოხილვების წარმატებით დასრულების აუცილებლობას. გამოწვევების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „S&P" მიიჩნევს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაციით და უცხოური ინვესტიციების საშუალებით რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება შესაძლებელი. ეკონომიკურ რისკებს შორის, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე წელს, „S&P" - მა დაასახელა რეცესია თურქეთში, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის შემცირება და თურქული ლირისა და რუსული რუბლის შესაძლო გაუფასურება. ამის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)