20:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 19:19:33, 2155 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: ხელისუფლებამ ვერ აიტანა ის სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც აჭარის ტელევიზიას აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ არხის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაში ხელისუფლების ინტერესს ხედავს.

როგორც გოცირიძემ განმარტა, ხელისუფლებამ არხის სარედაქციო დამოუკიდბლობა ვერ აიტანა.

„ხელისუფლებამ ვერ აიტანა ის სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც აჭარის ტელევიზიას აქვს. ეს პირველ რიგში არის მისი ხელმძრვანელობის და დირექტორის დამსახურება. მათ ისეთი გადაცემები შეიკედლეს, რომლებიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაყარა, იგივე „რადიო თავისუფლების“ გადაცემები, რომელიც ხელისუფლებამ ვერ აიტანა. რაც შეეხება იმას, რომ საბჭოში ერთ-ერთი წევრი  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის წარდგენილი; სამწუხაროდ, ესენი არ არიან პარტიული კადრები და არ არიან ვალდებულნი, რომ დაემორჩილონ რომელიმე პარტიის დირექტივას. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა. ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ, რომ  ადამიანი, რომლებიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი, გამოწვეული იყოს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოდან“, - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი, ირაკლი დარცმელიძე და გიგა ჩხარტიშვილი, დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის აყენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics