|
2019-04-12 18:33:52, 1868 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის სასამართლოში ენმ-ის წევრის, მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს. „არავითარ შემთხვევაში თავს არ ვცნობ დამნაშავედ. ეს იყო პოლიტიკური პროვოკაცია დაგეგმილი ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსის ირაკლი ფაცაციას მიერ. მოსამართლე მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას და გამათავისუფლებს. იმიტომ რომ არანაირი ბრალი არ მიმიძღვის. არ არსებობს ბუნებაში ვიდეო კადრები, რომ მე მას სიტყვიერი ან რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე. ეს არის ტყუილი. ჩვენ თანამებრძოლებს აშინებდა ირაკლი ფაცაცია. მე დამინახა და როგორც კი მე დამინახა, ეგრევე მე დამავლო ხელი და წამიყვანა“, - აღნიშნა მანუჩარ ჩხეტიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)