|
2019-04-12 16:48:48, 2063 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: პროვოცირება ხდება ხელოვნურად, რომ დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ - ეს „ნაცმოძრაობის“ ტაქტიკაა
„მოვლენის ხელოვნურად პროვოცირება ხდება იმის გამო, რომ მერე დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ“, - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სამეგრელოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დააკავეს. ზოიძე იმედს გამოთქვამს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. „რა თქმა უნდა ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობა არის უზრუნველყოს სიმშვიდე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოვლენის ხელოვნურად პროვოცირება ხდება იმის გამო, რომ მერე დაჩაგრულის როლში გამოვიდნენ და თქვან რომ ხელისუფლებას ჰყავს ზონდერები და ოპოზიციას ატერორებს. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი ტაქტიკაა, ზოგადად ისე ხდება, რომ ამომრჩეველი დაჩაგრულის მიმართ სიმპათიით არის განწყობილი. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობით ცნობილი რეჟიმის წარმომადგენელია. დიდი იმედი მაქვს არჩევნები, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის. ამისკენ მოვუწოდებ ოპონენტებსაც“, - ამბობს აკაკი ზოიძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე დაკავებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)