|
2019-04-12 14:37:50, 2034 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: წყლის, ქარისა და მზის რესურსი ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ, რომ არ დავდგეთ გამოწვევების წინაშე
„ვათვითცნობიერებთ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის კვალობაზე ძალიან მაღლა დგას და ვითარდება ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე გარემოს დაცვის სტანდარტები, ამ კუთხით საუკეთესო ევროპულ მაგალითებსაც ვუტოლდებით, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია მეტი მუშაობა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ იმისთვის, რომ შედგეს პროდუქტიული დიალოგი მოსახლეობას, ინვესტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. საბოლოო ჯამში, ყველა ამ სოციალური ასპექტის გათვალისწინებით ინვესტიციები უნდა დაჩქარდეს და ადგილობრივი ენერგეტიკის წყაროები განვითარდეს. თუ ჩვენი სიმდიდრე - წყლის, ქარისა და მზის რესურსი ეფექტიანად არ გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევების წინაშე დავდგებით“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ფერხდება ზოგჯერ რომელიმე ენერგეტიკული პროექტი, ნათია თურნავამ განმარტა, რომ ასეთი პრობლემა ყოველთვის კომპლექსურია და არ არის ერთ კონკრეტულ ასპექტზე დამოკიდებული. „ერთი მხრივ, ჩვენი ბაზარი, ჩვენი საინვესტიციო გარემო არის ძალიან მიმზიდველი ინვესტორებისთვის და ამ თვალსაზრისით, ენერგეტიკა ყოველთვის არის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მოხდა გარკვეული აცდენა სოციალური პრობლემის გათვალისწინებასთან. ვფიქრობ, რომ მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და დიალოგია საჭირო, ამას ინვესტორებიც ათვიცნობიერებენ. ჩვენ როლს ვხედავთ ამ დიალოგის ფასილიტაციაში ანუ ეს ორი კომპონენტი - სოციალურ/ეკოლოგიური მხარე და საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა დაეწიოს ერთმანეთს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ნათია თურნავამ დღეს სასტუმრო „შერატონში" კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა თუ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)