06:39 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 13:52:08, 3171 ნახვა

მსოფლიო
Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს

ლონდონში ეკვადორის საელჩოში Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს, - ამის შესახე BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ასანჟის დაკავება ბრიტანულმა პოლიციამ მას შემდეგ შეძლო, რაც ეკვადორმა ასანჟს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.

მედიის ცნობით, ასანჟი ლონდონის ცენტრში, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. სკოტლანდ-იარდში აცხადებენ, რომ მოგვიანებით მისი სასამართლო პროცესი ჩაინიშნება. 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. შესაბამისი გადაწყვეტილება ასანჟმა იმის გამო მიიღო, რომ მისი ექსტრადირება არ მომხდარიყო. ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე საკუთარი გამოძიება დაიწყო. WikiLeaks-ის დამფიძნებელი ჯულიან ასანჟი ცნობილი გახდა გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომელიც ავღანეთასა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს შეეხებოდა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics