|
2019-04-11 11:39:56, 3322 ნახვა
მსოფლიო
იტალიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა
იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ 1915-1926 წლებში, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კანონმდებლებმა სომხების გენოციდის აღიარებისკენ მთავრობასაც მოუწოდეს. გენოციდის აღარებას მხარი 382-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 43-მა პარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს მიუცია. მედიის ცნობით, მომხდარ ფაქტს თურქეთი უკვე გამოეხმაურა. ოფიციალურმა ანკარამ იტალიის პარლამენტის მიერ ენოციდის აღიარების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში იტალიის ელჩიც დაიბარა. შეგახსენებთ, რომ არაერთი ქვეყანა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას გენოციდად მიიჩნევს. გენოციდი აღიარებული აქვს 29 სახელმწიფოს, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიას. თავის მხრივ ოფიციალური ანკარა გენოციდს არ აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ სომხების მკვლელობა სამოქალაქო არეულობის დროს მოხდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)