|
2015-06-24 17:57:16, 635 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მემორანდუმს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ დავით კერესელიძემ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიის ფარგლებში ევროპულ და ევროატლნატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ სიტყვით მიმართა „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს. სახელმწიფო მინისტრმა გამოსვლისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით ქართული მხარის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე . სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში სტუდენტების ჩართულობისა და მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)