|
2015-06-24 17:46:24, 356 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ახალი მთავარი პროკურორის წარდგენაზე არ მიფიქრია
„მთავარ პროკურორს ჩემი წარდგინების გარეშე ვერავინ მოხსნის და ამ წარდგინებაზე მე დღეს არ მიფიქრია“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, მთავარი პროკურორი ახალი პროცედურებით დაინიშნება, თუმცა, მისნიტრს არ აქვს პასუხი, ვისი წარდგენა მოხდება ამ პოსტზე. „როცა კანონი ძალაში შევა, საჭირო იქნება ახალი პროცედურების ამოქმედება. ჩვენ მოგვიწევს თავიდან ავირჩიოთ და დავნიშნოთ პროკურორი ახალი პროცედურებით, იქნება ეს იგვე ადამიანი თუ სხვა, ამაზე პასუხი არ მაქვს. მთავარ პროკურორს ვერავინ მოხსნის ჩემი წარდგინების გარეშე და ამ წარდგინებაზე მე დღეს არ მიფიქრია. ველოდები რეფორმას, როცა რეფორმა განხორციელდება რა თქმა უნდა ახალი პროცედურით უნდა ავირჩიოთ ახალი მთავარი პროკურორი“, – აღნიშნა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)