|
2019-04-10 17:18:36, 3010 ნახვა
მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს „საფლავის ქვა“ დაუდგეს
სანქტ-პეტერბურგში აქტივისტებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „საფლავის ქვა“ დაუდგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Minval.az ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, „საფლავის ქვის“ ზუსტი ადგილმდებარეობა არ სახელდება. "ქვაზე" ვლადიმერ პუტინის ფოტოა ასახული და შემდეგი წარწერა აქვს დართული - „პოლიტიკური გვამი რუსეთის ფედერაციაში“. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც პუტინს "საფლავის ქვა" დაუდგეს. კიდევ ერთი "ქვა" 3 აპრილს ისაკიის თაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა. მისი ავტორი აქტივისტი ანდრეი ჟეკსიმბაევია, რომელიც მოგვიანებით 9 დღით დააპატიმრეს. მანამდე, ყველაზე პირველი "ქვა" თათარსტანში 10 მარტს დადგეს, მასზე პუტინის სურათი, მისი დაბადების და "გარდაცვალების" წელი იყო მითითებული. ასევე წარწერა იყო დართული - "პუტინმა დამარხა ინტერნეტი - მოსახლეობამ კი პუტინი დამარხა".
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)