|
2015-06-24 17:38:54, 531 ნახვა
საზოგადოება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმოსვლა აღდგენილია
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში- ქვემო წყლულეთში და წვერში მისასვლელი გზები აღდგენილია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზაზე გადაადგილება, როგორც ქვეითების, ისე ავტომობილებისთვის შეუზღუდავია. გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ და შპს „ბორან მაინინგმა“ განახორციელეს. ბორან მაინინგმა გზა საკუთარი სახსრებით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აღადგინა. ცნობისთვის, სოფლების წყლულეთისა და წვერის გზები 13 ივნისიდან ძლიერი წვიმების შედეგად გაუვალი გახდა. დაზიანდა გზის საფარი და წყალგამტარი მილები. ამ ეტაპისთვის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებამდე მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)