|
2019-04-10 15:40:11, 1958 ნახვა
კომენტარი
წერეთელი: ეუთოს რეზოლუციაში ირაკლი კვარაცხელიას საქმის გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის საკითხი უნდა აისახოს
დანიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა. ბიუროს წევრების გარდა სხდომის მუშაობაში მონაწილეობა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ტომას გრემინგემმა და ალბანეთის პრეზიდენტმა, ირილ მეტამ მიიღეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს წინაშე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი დანაშაულებების და იქ მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესახებ ასამბლეის რეზოლუციაში ასახვის საკითხი დააყენა. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, მისი დამოუკიდებლობის დაცვას წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი ეწირება. თქვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ და ჩვენი მოთხოვნაა ადექვატური პასუხი მოეთხოვოს დამნაშავეებს. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი დანაშაული - 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობა მოხდა, რაც დღემდე გამოუძიებელია. აუცილებელია ეს ფაქტი აისახოს ასამბლეის რეზოლუციაში და მკაფიოდ აღინიშნოს, რომ ყველა დამნაშავემ მკაცრად უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა გიგი წერეთელმა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ბიუროს სხდომაზე ეუთოს რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „სახელმწიფოებთან და მთავრობებთან ერთად, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რათა არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ხელშესახებ პროგრესს მივაღწიოთ. ეს ეხება აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას, სხვა კონფლიქტურ რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას, ჟურნალისტების უსაფრთხოებას, სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობას და სხვადასხვა ნაკლებად წარმომადგენლობითი ჯგუფების ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის გაზრდას", - აღნიშნა გიგი წერეთელმა. ბიუროს სხდომაზე სხვადასხვა საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების განხილვასთან ერთად, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენლებმა ეუთოს რეგიონში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხებზე რეზოლუციების პროექტები წარმოადგინეს, რომლის დამტკიცებაც ლუქსემბურგში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 28-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)