|
2019-04-10 11:04:05, 2078 ნახვა
სამართალი
საქართველოდან ბრიტანეთში ჯეკ შეპარდის ექსტრადირება დღეს მოხდება
საქართველოდან დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეპარდის ექსტრადირება სამშობლოში დღეს, 10 აპრილს მოხდება, - ამის შესახებ Daily Mail იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეპარდის ექსტრადირებას "საქართველოს ავიახაზები" განახორციელებს. ბრალდებულს 2 სამართალდამცველი გაჰყვება. ისინი ბრიტანელ კოლეგებს ლონდონში, გეთვიკის აეროპორტში შეხვდებიან. მედიის ცნობით, შეფერდის სასამართლო სხდომა შესაძლოა ხუთშაბათს, 11 აპრილს ლონდონში ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში 23 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა. ცნობისთვის, 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)