|
2019-04-09 18:49:06, 2223 ნახვა
კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას
„როგორც აღდგომა მოყვება ვნების კვირას და ქრისტეს ჯვარცმას, რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართლ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 9 აპრილის გარეშე შესაძლოა, არც რეფერენდუმი ყოფილიყო და არც დამოუკიდებლობა. „9 აპრილი ჩვენს მეხსიერებაში განსაკუთრებული თარიღია, ეს ჩვენს გადატანილ განსაცდელს გვახსენებს, მაგრამ ტრაგედია გვაძლიერებს და მთელი ჩვენი ისტორია ამას მოწმობს, 9 აპრილიც ამის მაგალითია. ამ ტრაგედიამ მოგვცა ძალა, რომ დაგვეძლია საბჭოთა იმპერიის ტყვეობა და შეგვექმნა საძირკველი დამოუკიდებლობისთვის. 9 აპრილის გარეშე შეიძლება არც რეფერენდუმი ყოფილიყო, არც დამოუკიდებლობა, - როგორც აღდგომა მოყვება ვნების კვირას და ქრისტეს ჯვარცმას, რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოჰყვა და ეფუძნება 9 აპრილის მსხვერპლსა და ტრაგედიას. დღევანდელი საქართველო მათ მონაპოვარზე დგას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)