|
2019-04-08 17:06:56, 2075 ნახვა
სამართალი
ქურდული სამყაროს წევრობისა და ქონების გამოძალვაში ბრალდებულ სამ პირს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვაში ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.ქ., რ.კ. და გ.შ. არიან „ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე "ქურდული გარჩევით", დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, მათთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქ. ბათუმში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. „აღნიშნულმა პირებმა 2018 წლის 29 იანვარს ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის მიზნით, ქ. ბათუმში, კ.კ.-ს 20000 ლარი მოსთხოვეს. სამართალდამცველებმა ბ.ქ., რ.კ. და გ.შ. 2018 წლის 17 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა) და სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურტურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)