|
2019-04-08 11:08:39, 2053 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ბათუმში ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები სხვადასხვა დროს ბათუმში მდებარე ორ კლუბში, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად სთხოვდნენ არარსებული მენიუს საფასურს და შეუსაბამოდ დიდ თანხას ახდევინებდნენ. სულ ბრალდებულებმა 8 ტურისტს 2100 ევრო, 5123 ლარი და 10 800 თურქული ლირა გამოსძალეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)