|
2019-04-08 10:55:08, 1833 ნახვა
სამართალი
შსს-მ დიღმის მასივში მომხდარ აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დღეს დიღმის მასივში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა - ვაჟა სირაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. „დიღმის მასივში დღეს ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ მოხდა გაზის აფეთქება. ადგილზე მოხდა იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების და სამაშველო სამსახურის 10 ჯგუფის. ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიღებული დაზიანებების გამო 7 პირი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. დაიწყო გამოძიება და ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს აფეთქების გამომწვევ ზუსტ მიზეზებს. კორპუსიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია და ისინი გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილზე. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ. გამოძიება უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)