02:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 10:44:00, 1820 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით რუსთავში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში  ნასამართლევი გ.ს. ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, სისტემატურად სძალავდა ფულს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელს, თანხის არ მიცემის   შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით, ასევე,  სტომატოლოგიური კლინიკის იძულებით დახურვით ემუქრებოდა.

კლინიკის მფლობელი გამომძალველს სხვადასხვა ოდენობის თანხას სისტემატურად უხდიდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი მან დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

პოლიციამ, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად, გ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics