|
2015-06-24 10:08:29, 523 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი სომხურ-ქართული სამართლის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დღეს ერევანში გაემგზავრება, სადაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OPG) ფარგლებში გამართულ სომხურ-ქართული სამართლის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფორუმზე საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების განხილვა, მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ გამოცდილების გაზიარება იგეგმება. ვიზიტის ფარგლებშივე, გიორგი მღებრიშვილი და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ერევანში 26 ივნისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)