|
2019-04-05 11:54:06, 1721 ნახვა
სამართალი
ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს, ძარცვისთვის ნასამართლევმა გ.მ.-მ, ქ.ბათუმში, უკანონოდ შეაღწია ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს "თაიმს"-ში და პისტოლეტის მსგავსი საგნით თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით შეეცადა დაუფლებოდა 10693 ლარის ოდენობის სხვადასხვა ვალუტას, რა დროსაც იგი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' და მესამე ნაწილის ,,ა'' და ,,გ'' ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)