|
2019-04-03 15:10:00, 1561 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: „ქართული ოცნების“ შეცვლის დრო უკვე დადგა
"ასეთი ზეწოლით და პოზიციით ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქმნება სწორედ ის საერთაშორისო კლიმატი, რომლის პირობებშიც ხდება ქვეყნებში ხელისუფლებების შეცვლა და „ქართული ოცნების“ შეცვლის დრო უკვე დადგა", - ამის შესახებ „ევროპული საქართელოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ევროპარლამენტარების წერილის შეფასებისას განაცხადა. ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ყველა დანაშაულის გახსნის ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლაა. „ია კერზაიას წინააღმდეგ დანაშაული ატარებს სისტემური დანაშაულის ყველა ნიშანს, ამიტომ არ არსებობს არანაირი საფუძველი გვჯეროდეს, რომ პროკურატურა ან ეს ხელისუფლება გამოიძიებს საკუთარ დანაშაულს. დანაშაულს, რომელსაც სისტემა ჩადიოდა არჩევნების მოგების მიზნით. ზუსტად ისე როგორც არ არსებობს არანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სისტემა გამოიძიებს მუხთარლის მოტაცებას, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ქართული მხარის მიერ არის გატაცებული. ისევე როგორც არ არსებობს საფუძველი, რომ სისტემა გადააბიჯებს საკუთარ თავს და დასჯის მაგალითად, სარალიძის და მაჩალიკაშვილის მკვლელებს. ყველა ეს დანაშაული არის სისტემური დანაშაული, რომლის გახსნის და გამოძიების ერთადერთი გზა გახლავთ ხელისუფლების გადაბარება, ხელისუფლების შეცვლა და ასეთი მოთხოვნები ჩვენი პარტნიორების მხრიდან ქმნის სწორედ იმ გარემოს და კლიმატს, როდესაც საქართველოს შიგნითაც და გარეთაც სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ ქვეყნის წინსვლისთვის და ასეთი დანაშაულების აღარ ჩადენისთვის აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა. ამიტომ ეს წერილი არ უკავშირდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ დანაშაულს, ეს წერილი არ უკავშირდება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)