|
2019-04-03 13:47:56, 1965 ნახვა
სამართალი
პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ს.მ., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1993 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიიდან რამდენჯერმე, თანხის მოგვიანებით გადახდის პირობით, აიღეს სხვადასხვა პროდუქტი. ინციდენტის დღეს, ამავე მაღაზიის გამყიდველმა მათ უარი უთხრა პროდუქტის საფასურის გადახდის გარეშე მიცემაზე, რასაც ბრალდებულების მხრიდან მოჰყვა აგრესია. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სავაჭრო ობიექტის თანამშრომელს. დაშავებული პირი სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)