|
2019-04-03 11:23:49, 1680 ნახვა
რეგიონი
3 დაცული ტერიტორიის განვითარებისთვის, კავკასიის ბუნების ფონდი, 870 000 ევროს გამოყოფს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, 2019-2021 წლებში ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალასა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების განვითარებისთვის კავკასიის ბუნების ფონდი 870 000 ევროს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებისთვის საოპერაციო ხარჯების დაფარვას და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ასევე, გრანტის ფარგლებში პარკების რეინჯერებს ხელფასის დანამატის და საკვების დანამატის უზრუნველყოფას მოახდენს. ხელშეკრულებას ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯიაკომინმა მოაწერეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)