|
2015-06-23 16:03:45, 478 ნახვა
პოლიტიკა
კანონპროექტის თანახმად, პარტიები რომლებიც სიებში 50 % ქალს წარმოადგენენ, დამატებით დაფინანსებას მიიღებენ
პარლამენტსა და საკრებულოებში ქალისა და მამაკაცის ჩართულობა შესაძლოა, დაბალანსდეს. დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა პარლამენტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. პროექტის თანახმად, ფინანსურად წახალისდება ის პარტია/საარჩევნო ბლოკი რომელსაც თავის პარტიულ სიებში ეყოლება ყოველი მეორე კანდიდატი ერთიმეორისგან განსხვავებული სქესის და მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძოდ, პარტია/საარჩევნო ბლოკი, მიიღებს საბაზო დაფინანსებაზე დანამატს საბაზო დაფინანსების 50%-ის ოდენობით. როგორც განმატებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მომზადება და მიღება დაკავშირებულია პარლამენტსა და საკრებულოებში გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთან. „საქართველოში უკანასკნელ წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგები მოწმობს, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობა მინიმალურია და ვერ ასახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ მოთხოვნებს. კანონპროექტის მიზანია, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით თავის მხრივ ხელი შეუწყოს საქართველოს პარლამენტში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული დისბალანსის დაძლევას და შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)