|
2019-04-02 14:38:02, 1432 ნახვა
კომენტარი
ჯაში - განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებისთვის კომიტეტს მხარი არ დაუჭერია და არც დაუჭერს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ინფორმაცია, რომ გუშინ, კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მხარი დაუჭირა, სიმართლეს არ შეესაბამება, როგორც ჯაშმა განმარტა, კომიტეტი იხილავდა ინიციატივას, რომლის მთავარი, პრინციპული მიზანი ზოგადი განათლების კანონის მესამე მუხლის ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის 29-ე მუხლთან დაახლოვებაა. მისივე თქმით, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას კომიტეტი მხარს არ დაუჭერს. „დღეს რამდენჯერმე გაჟღერდა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, არის აბსოლუტურად შორს რეალობისგან და ვფიქრობ, კოლეგები, რომლებიც აღნიშნულ პოზიციებს ესე მკაცრად აკრიტიკებენ ან შეცდომაში არიან შეყვანილი, ან მიზანმიმართულად ავრცელებენ არაზუსტ ინფორმაციას, ან არ იცნობენ კანონშემოქმედებითი პროცესის პრინციპებს. მინდა მივამრთო საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ასევე პედაგოგიურ კორპუსს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, რომელთა მხრიდანაც ასევე არასწორი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ვფიქრობ საკმაოდ საფუძვლიანი კრიტიკის გაჟღერება. კომიტეტს არ დაუჭერია და არ დაუჭერს მხარს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას. გუშინ კომიტეტი იხილავდა ინიციატივას, რომლის მთავარი, პრინციპული მიზანი გახლდათ ზოგადი განათლების კანონის მესამე მუხლის დაახლოვება ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის 29-ე მუხლთან. თავად პრინციპების დონეზე, რომ ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ფართოდ რატიფიცირებულ დოკუმენტს, ვფიქრობ იყო მისასალმებელი. პრინციპების დონეზე ჩვენ მხარი დავუჭერით CRC-ს კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვებას და არა კონკრეტულად რომელიმე ჩანაწერის ამოღებას ან ჩანაცვლებას. არა მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ, რომ უნდა მოხდეს აღნიშნული ჩანაწერის მუხლობრივი განხილვის დროს გადახედვა და ვეწინააღმდეგებოდი აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას, არამედ განათლების სამინისტროს მხრიდან იყო წარმოდგენილი უარყოფით პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში. იგივე კრიტიკა იყო გაჟღერებული სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან და შესაბამისა, ჩვენი შეთანხმება კომიტეტზე გახლდათ, რომ პრინციპების დონეზე ვუჭერთ მხარს ზოგადი განათლების კანონის მესამე მუხლის კიდევ უფრო დაახლოვებას ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან, რომელიც თავად გახლავთ ბავშვის და ზოგადად ადამიანის უფლებათა და ძირითადი ფუნდამენტური თავისუფლებების ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი და მეორე - მუხლობრივი განხილვისთვის, საკანონმდბელო პროცესის შესაბამისად, უკვე მოხდება თითოეული მუხლის და ქვეპუნქტის კონკრეტიზაცია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)