|
2019-04-02 13:12:23, 1786 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით მოთავსების იზოლატორების განვითარება და იქ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, სამინისტროს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები დადებითად ფასდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შედეგად, დღეს ქვეყანაში სამედიცინო პუნქტის მქონე გაცილებით მეტი დროებითი მოთავსების იზოლატორი ფუნქციონირებს, ვიდრე 2017 წელს ფუნქციონირებდა. ასევე, მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესსაც, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა იზოლატორში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, თავად გააგზავნოს შეტყობინება საქართველოს პროკურატურაში იზოლატორში შესახლებული პირის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია მომართვიანობა პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება 2018 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს. ასევე, დადებითად ფასდება სამინისტროს მიერ 2019 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით დაგეგმილი აქტივობები, რომელთა შორის გათვალისწინებულია თბილისში ადმინისტრაციული პატიმრებისათვის განკუთვნილი დაწესებულების მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინსიტრომ სამედიცინო პუნქტები უკვე გახსნა დროებითი მოთავსების 8 იზოლატორში (მცხეთის, ფოთის, საგარეჯოს, ზესტაფონის, ჩხოროწყუს, ახალციხის, ხაშურისა და ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორები). სახალხო დამცველი ასევე, დადებითად აფასებს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების შედეგად, მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში ვადაგასული მედიკამენტების განადგურების პროცედურების დანერგვას და სამინსიტროს მიერ, ცენტრში მოთავსებული პირებისთვის ბარათების დამზადებისკენ გადადგმული ნაბიჯებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, თავიანთი ხარჯით შეიძინონ საკვები ცენტრის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის განკუთვნილ სასადილოში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)