|
2019-04-01 18:54:47, 1881 ნახვა
სამართალი
სარალიძე: ვეთანხმები ომბუდსმენის დასკვნას, პირობას ვდებ, რომ ცოცხალი ვიქნები თუ არა მ.კ. მაინც მიეცემა პასუხისგებაში
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტიანი იყო და გამოვლინდა მრავალი ხარვეზი. ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ომბუდსმენის ანგარიშზე რეაგირებას არ მოახდენს, როგორც ეს მოხდა საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემთხვევაში. „აბსოლუტურად ვეთანხმები სახალხო დამცველის ამ დასკვნას. მაგრამ ფაქტია, რომ არ გაითვალისწინებენ არც ამ დასკვნას იქიდან გამომდინარე, რომ საპარლამენტო კომისიამ საკმარისზე მეტად გამოამჟღავნა ის დარღვევები,. რა დარღვევებიც მიმდინარეობდა გამოძიების ეტაპზე და ვის აფარებდა ხელს პროკურატურა და რატომ ცდილობდა ამ საქმის გაყალბებას. ერთადერთ მაგალითს მოგიყვანთ დღევანდელი საქმის მასალების გაცნობიდან. არ არის ჩხრეკა ჩატარებული მიხეილ კალანდიას სახლში სადაც იმალებოდა გ.ჯ და არ არის იმ სახლშიც ჩატარებული ჩხრეკა სადაც შემდეგ გადაიმალნენ. ეს ერთადერთო ფაქტი საკმარისია იმისთვის რომ მთელი გამოძიება ფაქტიურად არ არის ჩატარებული სრულყოფილად. შეგნებულად, ეს არის პირდაპირ, პროკურატურის დავალებით, რომ არ უნდა გაჩხრეკილიყო მიხეილ კალანდიას სახლი. სადაც იმალებოდა მკვლელი, დღეს უკვე ბრალდებული გ.ჯ. მაქსიმალურად მიიყვანს პროკურატურა იქამდე რომ შეტენონ გ.ბ.-ს ჩემი შვილის მკვლელობა და მიხეილ კალანდია გამოიყვანონ მამა აბრამის ბატკანი. სარალიძე გიჟია ამათი აზრით? ვაი, ამათ პატრონს. გონს მოეგონ! ვაფრთხილებ მე ამათ. თუ არა და კონკრეტულ ნაბიჯებს მართლა ელოდონ სარალიძისგან. მე ცოცხალი ვიქნები თუ არა კალანდია მაინც მიეცემა პასუხისგებაში. ამის პირობას მე ვდებ“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)