|
2019-04-01 13:20:57, 1587 ნახვა
სამართალი
დეპუტატი ნიკა მელია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დააკავეს - ომბუდსმენის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გასული წლის 11 ივნისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დააკავეს. როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება შსს-ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ ამ დრომდე არ დაწყებულა. „საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის წევრის დაკავება. მიუხედავად აღნიშნულისა, საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა პოლიციის თანამშრომელთა მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტს. საქმის შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დააკავეს. საქმის მასალებში არსებული პოლიციელის პატაკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით 15:00 საათზე დაკავებული პირი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით გადაიყვანეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გადამოწმდა საქართველოს პარლამენტის წევრების სია, დადასტურდა მისი, როგორც მოქმედი დეპუტატის სტატუსი და იგი გათავისუფლდა დაკავებიდან. პოლიციელის მიერ შეტყობინება ხელმძღვანელისადმი ნიკა მელიას დაკავების შესახებ, შედგენილია 18:04 საათზე. აღსანიშნავია, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულის მოქმედი დეპუტატის სტატუსის დასადგენად არაგონივრული დრო, რამდენიმე საათი დასჭირდათ, როდესაც, პარლამენტის ვებგვერდზე გადამოწმება ადგილზეც შესაძლებელი იყო და დაკავებულის განყოფილებაში რამდენიმე საათით გადაყვანას არ მოითხოვდა. მიგვაჩნია, რომ ნიკა მელია კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დააკავეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ადმინისტრაციული წესით დაკავებას ადგილი ჰქონდა წინა წლებშიც, კერძოდ, 2014 წელს. საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ზემოაღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, თუმცა, სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ დაწყებული ამ დროისთვის არ არის“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)