|
2015-06-23 14:00:21, 421 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია
მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასმელი წყლის დაბინძურების საშიშროება არ არსებობს. "სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება არის სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმე. რაც შეეხება ეპიდემიის საშიშროებებს, ასეთ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს სასმელი წყლის მილების დაზიანება, სადაც პოტენციურად შეიძლება მოხდეს გარემოს დაბინძურებული წყლების ჩაჟონვა. საბედნიეროდ არც ერთი ასეთი შემთხვევა არ გვქონია და სასმელი წყალი უსართხო იყო. რაც შეეხება იმას, რომ კანალიზაციის წყალი მოხვდა მდინარე ვერეს ხეობაში, მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, შესაბამისად, ამას სასმელ წყალთან დაკავშირებით პრობლემა არ შეუქმნია. რაც შეეხება იმას, რომ თვითონ წყალი დაბინძურდა, სადაც ადამიანები შესულები იყვნენ და ახორციელებდნენ სამაშველო სამუშაოებს, ეს ჩვენი ქცევის პროტოკოლს არ ცვლის და რეკომენდაციები, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში მიემართათ ექიმისთვის, ამ შემთხვევაშიც სამართლიანია", - აღნიშნა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)