|
2019-04-01 10:15:53, 1496 ნახვა
სამართალი
გახარია - ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით, ვის რა ვაწყენინეთ, ამის არც დრო გვაქვს და არც სურვილი
გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მის მიმართ გამოთქმულ სხვადასხვა მწვავე შეფასებას, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მას არ აინტერესებს. „ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა გვებრძოლოს ჩვენ. მე არ ვსაუბრობ ახლა ჩემზე, მე წარმოვადგენ გარკვეულ გუნდს და გარკვეულ უწყებას. ახლა ჩვენ როდესაც ჩვენ საქმეს ფორმალურად არ ვუდგებით, გვერდითი ეფექტით ვის რა ვაწყენინეთ - ამის არც თვალყურის დევნების დრო გვაქვს და სიმართლე, რომ გითხრათ არც დიდი სურვილი. ვიღაცას რაღაცა თუ ვაწყენინეთ - ბოდიში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კრიტიკა რომელიც არის ობიექტური და დასაბუთებული, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს, ამის არც არასდროს შეგვშინებია და არც ახლა არ გვეშინია. ჩვენ თუ ამაზე მგრძნობიარე გავხდით, მერწმუნეთ, რომ ბევრ დროს დავკარგავთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)