|
2015-06-23 13:31:11, 549 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერის ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტი
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტი ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერის ახლადაღმოჩენილი ფრაგმენტია. დოკუმენტი XV-XVI საუკუნეებით არის დათარიღებული. შესრულებულია ქაღალდზე, ნუსხურით; საზედაო ასოები - მთავრულითა და სინგურით, შავი მელნით. ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში, ძველნაბეჭდი წიგნის რესტავრაციისას, ყდაში ხელნაწერების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოგვიანებით, ეს ფრაგმენტები ორი სხვადასხვა ხელნაწერის - წმიდა მამათა თხრობებისა და ლიტურგიკული კრებულების შემადგენელ ნაწილებად დაჯგუფდა. ხელის მიხედვით ორივე მათგანი, ამ ეტაპისათვის, XV-XVI საუკუნეებით თარიღდება. დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის ვებგვერდზე: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რაც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)