|
2019-04-01 10:00:14, 1321 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია - ჩვენ ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე, საჭიროა თუ არა გამკაცრდეს დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გარკვეული მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინსიტროს მკაცრი მიდგომა აქვს, თუმცა რიგი მიმართულებები კომპლექსურია და სხვადასხვა მიდგომებს საჭიროებს. „ჩვენ ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიდგომა და იქ სადაც ამის აუცილებლობა არის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იქნება უაღრესად მკაცრი. ისევე, როგორც გვქონდა ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში, ნარკოდანაშაულის ნაწილში, ქურდული მენტალიტეტით გამოწვეული დანაშაულის ნაწილში, სადაც ბოლო 1 წლის განმავლობაში კონკრეტული შედეგებიც გვაქვს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ გამკაცრებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზებულ დანაშაულთან უმკაცრეს ბრძოლაზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ორგანიზებული დანაშაულით მოტივირებული დანაშაულები, როგორიც არის მძიმე დანაშაულები - ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკოდანაშაული - აქ ერთმნიშვნელოვნად გვექნება კლება, იმიტომ, რომ ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ის დანაშაული, რომელიც არის გამოწვეული ყოფით ნიადაგზე, სპონტანურად ჩადენილი დანაშაული, როგორიცაა მაგალითად წვრილმანი ქურდობა, ოჯახში ძალადობა, როგორიც არის მსუბუქი დაჭრები და ა.შ. აქ არის გასამკაცრებელი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ პოლიციის სიმკაცრე, საკითხს ვერ გადაწყვეტს იმიტომ, რომ ეს კომპლექსური პრობლემაა. აქ საჭიროა როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე განათლების მიმართულებით, კულტურული მიმართულებით და სხვა ბევრი მიმართულებით ერთობლივი მუშაობა. ძალიან კარგი მაგალითია არასრულწლოვნების თემა, სადაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვნახეთ, რომ ძალზედ ხარისხიანი პროგრესი გვაქვს კანონმდებლობის ნაწილში, თუმცა აღსრულების ნაწილი გაგვიჭირდა და როგორც შედეგი, მივიღეთ ის, რომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი წვრილმანი ქურდობის ნაწილში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)