|
2015-06-23 12:34:08, 401 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 5 მილიონი ლარით შემცირდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარით შემცირდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ებრალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 5 მილიონი ლარი მიმდინარე ხარჯებს დააკლდება და ის კაპიტალურ ხარჯებს არ შეეხება. „დაახლოებით 5 მილიონი ლარით შემცირდება, რომელიც მიმდინარე ხარჯებს დააკლდება. კონკრეტულად რა ხარჯია, ამ ეტაპზე ვერ დავკონკრეტდებით. ყველა კაპიტალური ხარჯი რაც გვაქვს , ის გაგრძელდება თავისი ტემპით“,-განაცხადა დავით ებრალიძემ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა კორექტირებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარადგინა. ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, თუმცა ეს კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს არ შეეხება. თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)